00:19 - 07 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-21 15:31:52, 881 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

მებაჟე ოფიცრებმა საბაჟო გამშვები პუნქტების „ვალეს“ და „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე, ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა აღკვეთეს.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვები პუნქტის „ვალეს“ ტერიტორიაზე თურქეთის  მხრიდან შემოვიდა თურქეთის  მოქალაქე ი.ბ., რომლის კუთვნილი ავტომანქანის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა  ნარკოტიკული ნივთიერების, კოდეინის, შემცველი მედიკამენტი APRAMAX PLUS  (10  აბი) აღმოაჩინეს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს სამცხე-ჯავახეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.

შემოსავლების სამსახურის ცნობით, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტი აღმოჩნდა სგპ „წითელი ხიდის“ ტერიტორიაზე,  საქართველოს მოქალაქე ს. ბ.-ის ხელბარგში. ეჭვის საფუძველზე, დათვალერების შედეგად, მის ხელჩანთაში შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 10 აბი მედიკამენტი „პენტალგინი“ აღმოაჩინეს. აღნიშნული მედიკამენტი შეიცავს ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინს და ფსიქოტროპულ ნივთიერება ფენობერბიტალს.

საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა ქვემო ქართლის საპტრულო პოლიციის საგამოძიებო სამსახურს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ საქართველოში დაკავებული რუსი ქალის ექსტრადიციას ითხოვს
სომხეთი ერევანს, თბილისსა და ბაღუმს შორის პირდაპირ სარკინიგზო მიმოსვლას იწყებს.
ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული პაციენტების მშობლებთან მუშაობას გააგრძელებს
ნავალნის ერთ-ერთმა თანამოაზრემ საქართველოს ციხეში რეკრუტირების მცდელობის შესახებ ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics