16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 17:40:06, 2691 ნახვა

მსოფლიო
ევროკავშირი გერმანიის ყოფილ კანცლერს ჰელმუტ კოლს გამოემშვიდობა

გერმანიის ყოფილ კანცლერს ჰელმუტ კოლს დღეს დაკრძალავენ, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, ევროპარლამენტში პოლიტიკოსს მსოფლიო ლიდერები დაემშვიდობნენ. მათ გერმანიისა და ევროპის გაერთიანებაში კოლის წვლილს გაუსვეს ხაზი.

როგორც მედია წერს, კოლმა დაყოფილი გერმანიის გაერთიანებაში და ევროპის განვითარებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

გერმანიის მოქმედი კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, კოლი მიიჩნევდა, რომ ევროპაში ომი აღარ უნდა განმეორდეს. 

"ახლა ჩვენი დროა, რომ შენი ფასეულობები და მემკვიდრეობა განვავითაროდ, სხვებს ჩავუნერგოთ. ქედს ვიხრი შენს წინაშე, იმ მადლიერების გამოსახატად, რომელიც გამაჩნია შენი პიროვნებისადმი", - განაცხადა ანგელა მერკელმა ერვოპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

გამოსამშვიდობებელი სიტყვა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ  მაკრონიმაც წარმოთქვა.

„ის საზღვრებს ხიდებს ამჯობინებდა, რომ არაფერი ვთქვათ კედლებზე“- აღნიშნა მაკრონმა.

მედიის ინფორმაციით, ცერემონიას ბილ კლინტონი, ანგელა მერკელი, ტერეზა მეი და დიმიტრი მედვედევიც ესწრებოდნენ.

ცნობისთვის, კოლი 1982-დან 1998 წლის ჩათვლით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერის პოსტს იკავებდა. ევროპისთვის გაერთიანების სიმბოლოდ ის დასავლეთ და აღმოსავლეთ გერმანიის გაერთიანებაში, 1990 წელს შეტანილი წვლილის დამსახურებით იქცა. მისივე წყალობით მოეწერა ხელი დოკუმენტს, რომელიც ევროკავშირის იმ სახით შექმნას გულისხმობდა, რომელსაც დღეს ვიცნობთ. ჰელმუტ კოლი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics