07:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-01 13:39:38, 1939 ნახვა

საზოგადოება
გლდანში უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი იწყება

გლდანის მე-7 მ/რ-ის, 23-ე  კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო ავტოფარეხების დემონტაჟი  იწყება.

მერიის ინფორმაციით, სარეკრეაციო ზონაში მდებარე ფარეხების დემონტაჟს გლდანის რაიონის  გამგეობა მოსახლეობასთან შეთანხმების საფუძველზე ახორციელებს.

„ტერიტორიაზე მოეწყობა სკვერი და პარკირების ადგილები. აღნიშნულ მისამართზე ინფრასტრუქტურული სამუშაოებიც მიმდინარეობს. მოეწყობა  წყალარინების ქსელი  და დაიგება ასფალტის ახალი საფარი“, - აცხადებენ მერიაში.

მიმდინარე სამუშაოებს  ადგილზე დღეს თბილისის მერის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი და გლდანის რაიონის გამგებელი დიმიტრი ორმოცაძე გაეცნენ.  მერის მოადგილე და რაიონის გამგებელი ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics