02:29 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-30 18:22:39, 2335 ნახვა

პოლიტიკა
კონგრესმენი ტედ პო: საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარემ,  კონგრესმენმა ტედ პომ აშშ-სა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავთან დაკავშირებით  ამერიკის კონგრეში გამართულ ღონისძიებაში  მონაწილეობა მიიღო  და მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა.

 კონგრესმენმა საკუთარ გამოსვლაში საქართველო-ამერიკის სტრატეგიულ პარტნიორობაზე გაამახვილა ყურადღება.

კონგრესმენის განცხადებით,  „საქართველო ყველაზე ძლიერი დემოკრატიაა რეგიონში.

„ დემოკრატია, რომელიც  მიისწრაფვის დასავლეთისკენ და დამოუკიდებლობის დასაცავად რუს დათვს ებრძვის. დასავლეთში, ბევრმა არ იცის, რომ რუსეთი ყოველდღიურად აგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების საზღვრების არაკანონიერ გაფართოვებას. აშშ-ის სურს ითანამშრომლოს საქართველოსთან და მას ძლიერ პარტნიორად ჩამოყალიბებაში დაეხმაროს."- განაცხადა კონგრესმენმა პომ.

მან საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების დამსახურება განსაკუთრებით აღნიშნა.

„ საქართველო ერთადერთი ნატოს არაწევრი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც მნიშვნელოვნად არის  წარმოდგენილი  ავღანეთში. ქართველები ამერიკელების მხარდამხარ იბრძვიან და გვიჩვენებენ  თავდადებას. ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ხალხს. ჩვენ გვსურს  გავაგრძელოთ თანამსრომლობა  საქართველოსთან და დავანახოთ მათდამი  ჩვენი  ერთგულება. არ დავუშვებთ საქართველოს დაკარგვას."- აღნიშნა ტედ პომ.

 საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავთან დაკავშირებით მიღება გაიმართა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში, რომლის ინიციატორიც საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარე ტედ პო იყო.

ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics