|
2017-06-30 17:18:29, 866 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე სახალხო ზეიმს „ქობულეთობა 2017“ დაესწრო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტრადიციულ დღესასწაულს ,,ქობულეთობას" დაესწრო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, დღესასწაული ქობულეთის ზღვისპირა პარკში გაიმართა და მას აჭარის საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციები და უცხოელი სტუმრები ესწრებოდნენ. მათივე ინფორმაციით, სახალხო ზეიმის ფარგლებში ცენტრალურ პარკში ცნობილი ქობულეთელების პორტრეტები გამოიფინა დასაპატიო ქობულეთელი გამოვლინდა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის სკოლების წარმატებული კურსდამთავრებულები დააჯილდოვეს. პატარაძემ მოსახლეობას დღესასწაული მიულოცა და წარმატებული სეზონი უსურვა. „დღეს ყველანი ერთად ვზეიმობთ „ქობულეთობას", ნამდვილი სახალხო ზეიმია. დაგეგმილია უამრავი საინტერესო ღონისძიება. ქობულეთობას ჩვენთან ერთად აღნიშნავს უცხოელი სტუმრები, მათ შორის ქობულეთთან დამეგობრებული ქალაქების წარმომადგენლები. მინდა ყველა ქობულეთელს მივულოცო დღევანდელი დღე, ვუსურვო მათ წარმატებული ტურისტული სეზონი, ხვავი, ბარაქა და კეთილდღეობა" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ. დღესვე, ქობულეთსა და პოლონეთის ქალაქ ობორნიკს შორის, საზეიმო ვითარებაში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად სოფლის პროდუქციისა და ადგილობრივი კულინარიული ნაწარმის გამოფენა მოინახულეს და ღვინის სახლი დაათვალიერეს. ღონისძიების ფარგლებში ამფითეატრში საბავშვო და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტები გაიმართა, პარკის ტერიტორიაზე კი - იმიტირებული ქობულეთური ქორწილი. სახალხო ზეიმი დღის ბოლოს გალა კონცერტით დასრულდება. (NS)
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციები გავლენას ახდენს საქართველოში არსებულ კრიპტოპლატფორმებზე
ბრალდება წარედგინა კაცს, რომელმაც მარნეულში ცოლი დაჭრა, დედაზე კი იძალადა
ოდესაში დაკავებულია პირი, რომელიც რუსულ რაკეტებსა და დრონებს სამიზნეებს უთითებდა
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)