2017-06-30 15:39:37, 2007 ნახვა
საზოგადოება
2-3 ივლისს ზოგიერთ რაიონში შესაძლოა, ტემპერატურამ 40 გრადუსს მიაღწიოს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-3 ივლისს საქართველოში ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოს ბარში შეიძლება +38°-ის, ხოლო დასავლეთ საქართველოს დაბლობში 40°-ის ფარგლებში აღინიშნოს.
სააგენტოს ცნობით, ყველაზე მაღალი ტემპერატურა 2-3 ივლისს დასავლეთ საქართველოში მარტვილში 2005 წელს 42 ℃, აღმოსავლეთ საქართველოში - გარდაბანში 1991 წელს 38,5 ℃ , ხოლო თბილისში - 1991 წელს 36.5 ℃ დაფიქსირდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან