02:27 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 23:10:25, 2474 ნახვა

პოლიტიკა
ბუკიკიო: თუ ვენეციის კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდება, ეს იქნება ტრაგედია

თუკი კონსტიტუციის ახალ პროექტში კომისიის რეკომენდაციებს გაითვალისწინებენ მისასალმებელი იქნება, - ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა, ჯანი ბუკიკიომ "რუსთავი 2"-ს განუცხადა.

“ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი ახალი საარჩევნო სისტემის გადადება იყო. ჩემი აზრით, ძალიან ბევრია 7 წლით მოცდა. ვენეციის კომისიის ყველა სხვა დანარჩენი რეკომენდაცია თუ შესრულდება, ბევრად კარგი იქნება, მაგრამ თუ არ შესრულდება, არც ეს იქნება ტრაგედია, რადგან ნაკლებად მნიშვნელოვანია იმაზე, რასაც ვეძებთ, მეტ პლურალიზმს პარლამენტში. 

კრიზისი სერიოზული სიტყვაა, მაგრამ პრობლემაა ისაა, რომ დიალოგი არ არსებობს. ყველა პოლიტიკურ ძალას შორის საჭიროა დიალოგი. კარგი კონსტიტუცია უნდა ეფუძნებოდეს ფართო კონსესუსს. ის არ უნდა იყოს მხოლოდ ერთი პარტიის მიერ მიღებული. კონსტიტუცია მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რაც შეიძლება მეტი პარტიისთვის,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

ჯანი ბუკიკიომ ასევე აღნიშნა, რომ მთავრობისგან კონსენსუსის მიღწევის დაპირება მიიღო და იმედოვნებს, რომ უმრავლესობა კომპრომისებზე წავა. სხვა შემთხვევაში კი პროცესის ლეგიტიმურობაში ეჭვი შეაქვს.

„პროცესის ლეგიტიმურობა ნიშნავს, დიალოგისა და კონსესუსის საფუძველზე ამ პროცესის გაზიარებას,“ - განაცხადა ჯანი ბუკიკიომ.

შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში ხვალ დასრულდება. დღეს კი ჯანი ბუკიკიო კონსტიტუციის ახალი პროექტის ირგვლივ მიმდინარე განხილვების შესახებ პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა. ჯანი ბუკიკიომ არაერთხელ დააფიქსირა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით იმედგაცრუება, თუმცა მოლოდინი აქვს, რომ ყველაფერი გამოსწორდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics