2017-06-29 21:49:38, 2059 ნახვა
საზოგადოება
ავტოსაგზაო შემთხვევა თელავში - დაშავდა ორი მოზარდი გოგონა
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თელავში - მსუბუქი ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა.
თვითმხილველთა თქმით, ავტომანქანაში ხუთი მოზარდი იჯდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში, მცირე დაზიანებებით, ორი გოგონა გადაიყვანა.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან