02:27 - 20 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 15:45:02, 2363 ნახვა

სამართალი
მიხეილ თათარაშვილის მამა: მოსამართლეს სასამართლო თავიდანვე ძალიან ობიექტურად მიჰყავდა

პრეზიდენტის შვილის მეგობრის, მიხეილ თათარაშვილის მამის, ლადო თათარაშვილის განცხადებით, მოსამართლე გიორგი დარახველიძეს თავიდანვე მისი შვილის საქმე ძალიან ობიექტურად მიჰყავდა.  ამიტომ ის გიორგი დარახველიძეს მადლობას უხდის.

„არ მქონდა მოლოდინი იმისა, რომ დღევანდელ სიტუაციაში სასამართლო და მოსამართლე რაიმე ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებდა. მეშინოდა ადრე იმის თქმის, რომ მოსამართლეს თავიდანვე სასამართლო ძალიან ობიექტურად მიჰყავდა და  ამიტომ ერთხელაც არ მითქვამს ამის შესახებ. მეშინოდა ხელისუფლება მას არ გაბრაზებოდა. დღეს მადლობა მინდა ვუთხრა მოსამართლეს, რომელსაც ასე მიჰყავს პროცესი. შეიძლებოდა გაბრაზებულიყო ხელისუფლების გარკვეული წრე, რადგან როგორ გგონიათ ადამიანს ჩაუდებენ ნარკოტიკს თუ რაიმე მიზანი არ არსებობს?!“,-განაცხადა ლადო თათარაშვილმა.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას - აღნიშნული საქმე ხომ არ უკავშირდება თათარაშვილის პრეზიდენტის შვილთან მეგობრობას, მან პასუხისგან თავი შეიკავა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ობამამ გააკრიტიკა ტრამპის ირანთან მიღწეული შეთანხმება: „ჩვენ ისევ საწყის წერტილს დავუბრუნდით“
NYT: ტრამპმა ზელენსკისთან დაპირისპირებას „შესანიშნავი სატელევიზიო შოუ“ უწოდა
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics