06:18 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-29 12:14:33, 2114 ნახვა

პოლიტიკა საზოგადოება
მიხეილ სააკაშვილმა პეტრო პოროშენკო აფხაზეთთან არალეგალურ ვაჭრობასა და შემოსავლის მიღებაში დაადანაშაულა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოკუპირებილ აფხაზეთთან „არალეგალურ" ვაჭრობასა და შემოსავლის მიღებაში დაადანაშაულა, - ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გიბერნატორმა საკუთარ თოქ-შოუში განაცხადა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, შესაბამისი ინფორმაცია მისთვის ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.

"უკრაინის ამჟამინდელი პრეზიდენტო პეტრო პოროშენკო, 2010 წლის ჩათვლით ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო, 2011 წლიდან კი ეკონომიკის მინისტრად დაინიშნა. პარალელურად ის ქარხანა "ბაგდანის" მფლობელიც გახლდათ. ეს იმ პერიოდში ხდებოდა, როდესაც რუსეთმა ჩვენი ორი ტერიტორიის ოკუპირება მოახდინა. რუსეთი დარბოდა მსოფლიოს მასშტაბით და ცდილობდა, რომ ვინმეს ეს ტერიტორიები ან ეღიარებინა ან რაიმე სახის ურთიერთობა ჰქონოდათ მათთან. მაშინ უკრაინასთან ჩვენ რთული სიტუაცია გვქონდა, ვინაიდან უკრაინა რუსეთის გავლენის ქვეშ იყო. იანუკოვიჩი არ გამორიცხავდა, რომ უკრაინას ამ ორი ოკუპირებული ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება შეეძლო. ეჭვი მქონდა, რომ გარდა რუსეთის გავლენისა, არსებობდა რაღაც კომერციული ინტერესები. ცოტა ხნის წინ მივიღე ინფორმაცია, რომელიც ჩემთვის გაუგებარი და ამაზრზენია. საქმე იმაშია, რომ 2010-2014 წლებში, მაშინდელი ეკონომიკის მინისტრის, პეტრო პოროშენკოს კომპანია „ბაგდანი“ ოფიციალურად, თავისი პროდუქციის ექსპორტს ოკუპირებულ აფხაზეთში ახორციელებდა. პოროშენკო შემოსავალს არალეგალური, ამორალური, ანტიქართული და ანტიუკრაინული ვაჭრობისგან ღებულობდა. პრეზიდენტი პოროშენკო ვაჭრობდა და არღვევდა უკრაინისა და საქართველოს კანონებს და საერთაშორისო სამართალს. ეს არის ოფიციალური დოკუმენტირებული ინფორმაცია. ვთქვლი, რომ პოროშენკომ ამ ინფორმაციაზე პასუხი უნდა გასცეს", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics