21:46 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 17:25:13, 2382 ნახვა

ეკონომიკა
ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა ქართულ კომპანიებს თანამშრომლობა შესთავაზა

ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ ქართული კომპანიების ავღანეთის ბაზრებზე საქმიანობის შესაძლებლობა ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან განიხილა.

შეხვედრა თბილისის სასტუმრო „რედისონში“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი. შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე ავღანეთის ფინანსთა მინისტრმა იქლილ ჰაკიმიმ საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლების წინაშე ავღანეთის ეკონომიკური მდგომარეობა მიმოიხილა და იმ სექტორებზე გაამახვილა ყურადღება, სადაც შესაძლებელია ნაყოფიერი თანამშრომლობა ქართულ ბიზნესთან. მათ შორის, საუბარი წარიმართა ენერგეტიკაზე, სამშენებლო სექტორზე, სატრანსპორტო გადაზიდვებზე და სხვ.

მან ისაუბრა იმ შესაძლებლობებზე, რომლებიც არსებობს ავღანეთში ქართული კომპანიებისთვის, მათ შორის, როგორ შეუძლიათ მათ მიიღონ მონაწილეობა როგორც სახელმწიფო შესყიდვებსა და ტენდერებში, აგრეთვე იმ სამშენებლო პროექტებში, რაც ავღანეთში ხორციელდება. 

მინისტრმა ერთერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაასახელა „ლაპის ლაზულის“ მარშრუტი, რომელიც გააერთიანებს ავღანეთის, თურქმენეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურას და მიმართული იქნება ტვირთბრუნვის გაზრდაზე აღნიშნული მარშრუტის გამოყენებით ევროპასა და აზიას შორის. 

ავღანეთის ფინანსთა მინისტრი აგრეთვე გამოვიდა ინიციატივით, საქართველოსა და ავღანეთს შორის ერთობლივი ბიზნეს-საბჭო ჩამოყალიბდეს, რომელიც ორივე ქვეყნის საქმიანი წრეების წარმომადგენლებს კავშირების დამყარებასა და შემდგომ განვითარებაში დაეხმარება. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics