06:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 16:42:07, 1913 ნახვა

საზოგადოება
ფერმერები ბოსტნეულის მოვლა-მოყვანის საკითხებზე ორ კვირიანი გადამზადების კურსს გადიან

საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ტექნიკური თანამშრომლობის პროექტის ფარგლებში, ბოსტნეული კულტურების მოვლა-მოყვანის საკითხებზე ფერმერების გადამზადება გრძელდება.

 სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და ჩინური კომპანიის „ჰუნანი“ სოფლის მეურნეობის ჯგუფის წარმომადგენლებმა რუსთავსა და მარნეულში 35-მდე ფერმერს, დაინტერესებულ პირსა და აგრარული მიმართულების სტუდენტს მზის სათბურების მშენებლობის სპეციფიკა, დახურულ გრუნტში ბოსტნეულის მოყვანა და მყნობის ახალი ტექნოლოგიები გააცნეს.

პროექტის ფარგლებში საქართველოში 2 კვირიანი ტრენინგი 400-მა, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში კი 50-მა ფერმერმა უკვე გაიარა.

საქართველოში, რიგით მე-12 ტრენინგი სექტემბერშია დაგეგმილი.

მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში ფრემერებმა ონლაინ რეგისტრაცია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის facebookგვერდზე უნდა გაიარონ.

პროექტის ფარგლებში, ჩინეთის ჰუნანის სოფლის მეუნეობის ჯგუფმა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კუთვნილ 5 ჰექტრამდე მიწის ფართობზე, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი მზისა და ერთსივრციანი 6 დიდი და 27 პატარა სათბური ააშენა, რომელიც სამეცნიერო დანიშნულებისაა.

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში სასათბურე მეურნეობების განვითარებას და საწარმოო პოტენციალის ზრდას. 

ბოსტნეულის წარმოებასთან დაკავშირებით ჩინეთთან ტექნიკური თანამშრომლობის პროექტი საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის 2014 წლის 15 იანვარს გაფორმდა.

 პროექტისათვის 20 მილიონი იუანი (3 მილიონი ამერიკული დოლარი) განისაზღვრა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics