2017-06-27 23:58:05, 2019 ნახვა
საზოგადოება
ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს რუსთავში მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა
ქვეითად მოსიარულე ბებიასა და შვილიშვილს რუსთავში, ლეონიძის ქუჩაზე მერსედესის მარკის ავტომოილი დაეჯახა.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილიდან მიიმალა.
დაშავებული ქალბატონი კლინიკა რუსთავში, ბავშვი კი ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან