2017-06-27 22:47:15, 2027 ნახვა
საზოგადოება
ნინოწმინდაში 71 წლის მამაკაცმა, 69 წლის ცოლი მოკლა
ნინოწმინდაში, სოფელ ყაურმაში, 71 წლის მამაკაცმა, 69 წლის ცოლი მოკლა. გარდაცვლილს დანით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, - ინფორმაციას რადიო „ნორი“ ავრცელებს.
მედია საშუალების ცნობით, მამაკაცმა ცოლს ყელი გამოჭრა, შემდეგ კი თავად მივიდა პოლიციაში და ჩაბარდა.
გარდაცვლილი აღნიშნული სოფლის საბაზო სკოლის დირექტორი იყო.
დამნაშავე თავისი ნებით ჩაბარდა პოლიციას.
მომხდარზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ჩადენილი განზრახ მკვლელობით არის განმარტებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან