2017-06-27 15:30:22, 2014 ნახვა
საზოგადოება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება გრძელდება
საბურთალოს რაიონში თანადაფინანსებული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, სხვადასხვა სახის სამუშაოები 108 მისამართზე მიმდინარეობს.
36 მისამართზე უკვე სახურავები გამოიცვალა, 23 მისამართზე წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა, 50 მისამართზე სართულშუა ნაპრალები შეკეთდა, 62 მისამართზე ლიფტების რეაბილიტაცია განხორციელდა, 6 მისამართზე კი წყალსაწრეტი გაკეთდა.
შესრულებული სამუშაოები გამგეობის მიერ 2 078174 ლარით დაფინანსდა.
მიმდინარე წელს, საბურთალოს რაიონის გამგეობაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებიდან შემოსული 288 განცხადება დაკმაყოფილდა.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან