05:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-27 13:27:33, 1802 ნახვა

საზოგადოება
„ლიბერთი ბანკისა“ და პირველი ნაბიჯის ახალი ინიციატივა ბავშვებისთვის - „ვიმეგობროთ"

„ლიბერთი ბანკისა“ და პირველი ნაბიჯი საქართველოს ორგანიზებით ღონისძიება „ვიმეგობროთ" მოეწყო, რომელიც მიზნად ისახავდა პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ინტეგრაციას თანატოლებთან.

ღონისძიებაზე პატარა ბენეფიციარებს შესაძლებლობა მიეცათ გაეცნოთ  ახალი მეგობრები და ერთად  ჩართულიყვნენ სხვადასხვა გასართობ აქტივობებში.

პირველი ნაბიჯის დღის ცენტრის აღსაზრდელები არიან მძიმე და ღრმა ფიზიკური და ინტელექტუალური შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ვერ დადიან საჯარო სკოლებში და ვერ ერთვებიან ინკლუზიურ სასწავლო პროცესებში.

სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „ლიბერთი ბანკის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანია შექმნას და ამასთანავე ხელი შეუწყოს ისეთი პლატფორმების განვითარებას, რაც საშუალებას მისცემს მოზარდებს საკუთარ თავში აღმოაჩინონ ნიჭი, შესაძლებლობები, შეიძინონ  განათლება და სასარგებლო უნარები, რათა დამოუკიდებლად შეძლონ არა მარტო საჭიროებების, არამედ უმაღლესი მოთხოვნების დაკმაყოფილება. ყველა იმ ორგანიზაციასთან თუ სახელმწიფო სტრუქტურასთან, რომელთანაც ჩვენ ვთანამშრომლობთ, საერთო მიზანი გვაერთიანებს - „შევცვალოთ გარემო უკეთესობისაკენ". სწორედ, ამ საერთო ღირებულებით, უკვე სამი წელია მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ფონდთან „პირველი ნაბიჯი საქართველო", - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ალექსი ხოროშვილმა.

„პირველი ნაბიჯი 18 წელია ზრუნავს უზრუნველყოს სასარგებლო გარემო განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ღირსეული ცხოვრებისთვის.  დიდი მადლობა „ლიბერთი ბანკს“, რომ ყოველთვის გვერდში გვიდგას და გვეხმარება ინიციატივების განხორციელებაში" -  აღნიშნა პირველი ნაბიჯის დირექტორმა, თამარ ზაალიშვილმა.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics