05:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 20:51:16, 1951 ნახვა

საზოგადოება
ბაგა-ბაღების პერსონალისთვის შესაძლოა, ქცევისა და ეთიკის ნორმები დაწესდეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც ,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი ან/და სასკოლო მზაობის პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევის და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების პროექტი განიხილეს.
აღნიშნული პროექტი დამსწრე საზოგადოებას თამარ ტალიაშვილმა გააცნო და ყურადღება ძირითად პოზიტიურ ასპექტებზე გაამახვილა. 

,,მნიშვნელოვანია, რომ ბავშვთა აღზრდის პოზიტიური მეთოდი შემოგვაქვს აღზრდა-განათლების პროცესის ფუნდამენტად. ეს დოკუმენტი ქმნის კომფორტულ და ჰარმონიულ გარემოს, როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, ასევე აღმზრდელებისა და ბაგა-ბაღების მენეჯმენტისთვის“,- განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა.

კომისიის სხდომაზე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დამტკიცების შესახებ დადგენილების პროექტის შემუშავების მნიშვნელობაზე  საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ისაუბრა.  

სხდომაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, დადგენილების პროექტთან დაკავშირებით  საკუთარი მოსაზრება საკრებულოს დეპუტატებმა ია მაკასარაშვილმა, ლია ჯახველაძემ, UNICEF-ის საგანმანათლებლო პროგრამის ოფიცერმა მაკო ყუფარაძემ და ექსპერტმა მაკა ჭიხორიამ დააფიქსირეს.
დებულების პროექტის მომზადებას წინ უძღოდა სამუშაო პროცესი, რომელშიც ,თამარ ტალიაშვილის ინიციატივით, მუშა ფორმატით ჩართულები იყვნენ UNICEF-ის ექსპერტები, საკრებულოს სარევიზიო და იურიდიული კომისიების, მერიის შესაბამისი სამსახურებისა და ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონის ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ შესაბამისად, ნორმატიული აქტების მომზადების მიზნით ,სამუშაო შეხვედრებში საქართველოს ყველა რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
 კომისიის სხდომას ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი თემურ თორდინავა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების დირექტორები, UNICEF-ის ექპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics