16:49 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 15:50:44, 2393 ნახვა

სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მამაო გაოცებული და გაკვირვებული იყო, მის ბარგში ასეთი ნივთიერების არსებობით

მამა გიორგი მამალაძის სახაზინო ადვოკატის პაატა მეხრიშვილის განცხადებით, აეროპორტის 2 თანამშრომელი, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ბრალდებულის ბარგის ამოღება, განსხვავებულ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებას იძლევა.

როგორც მან აღნიშნა, ბრალდებულის ბარგის პროკურატურაში მიტანა და დათვალიერება, ამოღებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ მოხდა. აქედან გამომდინარე, ადვოკატი არ გამორიცხავს, ბრალდებულის ბარგთან შემხებლობა სხვა ვინმეს ჰქონოდა. 

"დაიკითხა ის 2 თანამშრომელი, რომელთა თანდასწრებითაც მოხდა ბარგის ამოღება. ორივე განსხვავებულ, არათანმიმდევრულ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს იძლევა. აბსოლუტურად სხვადასხვაგვარად განმარტავენ ფაქტობრივ გარემოებებს. ბრალდებულის ბარგის პროკურატურაში მიტანა და მისი დათვალიერება, ამოღებიდან დიდი ხნის გასვლის შემდეგ მოხდა. ამ ბარგის აეროპორტის ტერიტორიაზე ყოფნის დროს, მასთან ამ 2 პიროვნებას შემხებლობა არ ჰქონია და შესაძლებელია სხვა ვინმეს ჰქონოდა მასთან შემხებლობა. აეროპორტის ტერიტორიაზე ბარგის გახსნა პრობლემას არ წარმოადგენს უშიშროების სამსახურისთვის. ეს დაადასტურეს ამ პირებმა. შესაბამისად ბარგში რაიმე აკრძალული ნივთიერების მოთავსება სრულიად მოსალოდნელი იქნებოდა", - აღნიშნა მეხრიშვილმა.

რაც შეეხება უშუალოდ ბარგის დათვალიერებას, ადვოკატის ინფორმაციით, მამა გიორგი მამალაძე მის ბარგში მომწამვლელი ნივთიერების არსებობით გაოცებული და გაკვირვებული იყო.

"ბარგის დათვალიერებას აღწერდნენ, რომ თვითონ მამაომ ამოიღო ეს ნივთი (ე.წ. დეზადორი) ხელჩანთიდან, როდესაც შემთხვევით გადმოვარდა აღნიშნული ნივთიერება და გამაოცებელი, და გამაკვირვებელი იყო მამაოსთვის ასეთი რაღაცის არსებობა თავის ნივთებში", - განუცხადა ჟურნალისტებს ადვოკატმა.

ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, პროკურატურაში დალუქული ბარგის გახსნისას, თავად ბრალდებულმა მამა გიორგი მამალაძემ ამოიღო ე.წ. დეზადორი, რომლის თავსახურში მას საწამლავი ჰქონდა დამალული.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics