05:06 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-26 11:28:19, 1829 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სპეციალისტებმა პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიამ საერთაშორისო პროვაიდერის  FAPAS მიერ ჩატარებული PT (proficiency test) პროფესიული ტესტირების შედეგების მიხედვით უმაღლესი შეფასება და კიდევ ერთი აღიარება მოიპოვა. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სურსათის კვლევის ლაბორატორიის სპეციალისტებმა ახლადდანერგილ მეთოდზე, თაფლში ქლორამფენიკოლის განსაზღვრაზე, პროფესიული ტესტირება წარმატებით გაიარეს. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, პროფესიულ ტესტირებაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი ლაბორატორიები მონაწილეობენ. 

მონაწილეთა მიერ შედეგების წარდგენის შემდეგ ხდება შედეგების სტატისტიკური დამუშავება, დგება საბოლოო ანგარიში და ამის მიხედვით ლაბორატორიის საქმიანობის ხარისხის შეფასება.

აღნიშნული კვლევები ეფუძნება საერთაშორისოდ აღიარებულ იმ ISO 17 025 – ის სტანდარტებს, რომლითაც უმაღლესი აღიარების ტესტირების და რეფერალური ლაბორატორიები სარგებლობენ.

პროფესიული კომპეტენციის ტესტირების პროგრამა, ანუ გარე ხარისხის კონტროლის  სქემებში მონაწილეობა, წარმოადგენს როგორც ლაბორატორიის მიერ დამკვეთისათვის შეთავაზებული ტესტირების უტყუარობის და ვალიდურობის ობიექტურ დადასტურებას, ასევე საერთაშორისო აკრედიტაციის შენარჩუნების ერთ-ერთ სავალდებულო პირობას.

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სურსათის კვლევის ლაბორატორიასთან ერთად, პროფესიული ტესტირების პროგრამაში ჩართულია მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის ლაბორატორიებიც.

 ლაბორატორიული გარე ხარისხის კონტროლის სქემა იმართება ცხოველთა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა (OIE) და ევროპისა და ხმელთაშუაზღვისპირეთის მცენარეთა დაცვის ორგანიზაციის (EPPO) მიერ აღიარებული რეფერალური ლაბორატორიების მიერ.

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics