|
2017-06-25 18:01:06, 802 ნახვა
რეგიონი
ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს
მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის წარჩინებული სტუდენტები დააჯილდოვეს. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ღონისძიება საზეიმოდ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ირაკლი შარაბიძემ გახსნა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ აკადემიის კურსდამთავრებულებს და მოქმედ მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცა. ,,დღეს ჩვენ ყველანი შევიკრიბეთ მეზღვაურთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომელსაც 2011 წლიდან მთელ მსოფლიოსთან ერთად საქართველოც აღნიშნავს. სიმბოლურია, რომ სწორედ ამ დღეს, ჩვენთან ერთად, ბათუმის საზღვაო აკადემიის 350-მდე კურსდამთავრებული ზეიმობს. გილოცავთ თითოეულ კურსდამთავრებულს, მოქმედ თუ მომავალ მეზღვაურს და ამ სფეროში დასაქმებულ თითოეულ ადამიანს. გისურვებთ პროფესიულ წარმატებას ამ რთულ და საპასუხისმგებლო საქმეში"-აღნიშნა მილოცვისას ზურაბ პატარაძემ. საზღვაო აკადემიის მეოთხეკურსელთა საზეიმო დაჯილდოების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საზეინკლო, სახარატო, ელექტროშედუღების და ელექტროსამონტაჟო ლაბორატორიები ოფიციალურად გახსნეს. თანამედროვე აღჭურვილობა მთლიანად ყველა იმ მოწყობილობას მოიცავს, რომელიც საჭიროა გემის ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციის მისაღებად. აღნიშნული ლაბორატორიები საზღვაო აკადემიას დაეხმარება პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამყარებასა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცოდნის მიღებაში. ლაბორატორიების შესაძენად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას აჭარის მთავრობის ბიუჯეტიდან 870 000 ლარი გამოეყო. წელს საზღვაო აკადემია 360-მა სტუდენტმა დაამთავრა. მეზღვაურებს პროფესიული დღე მიულოცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ, აჭარის რესპუბლიკის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ და სხვა მოწვეულმა სტუმრებმა. (NS)
ფაშინიანი ხმის მიცემის შემდეგ - მიყვარს საქართველო და მიყვარს ქართველები
ფაშინიანი პუტინის განცხადებაზე: რეფერენდუმი მაშინ ჩატარდება, როდესაც რეფერენდუმის თემა იქნება
ანგელა მერკელმა აღიარა, რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის წლებში თავდაცვის ხარჯები არასაკმარისი იყო
სომხეთში მიმდინარე საპარლამენტო არჩევნებში ყოველთა სომეხთა კათოლიკოსმა ხმა მისცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
პუტინის პასუხის შემდეგ, ზელენსკიმ რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის სურვილის არქონაზე მიუთითა და სანქციების გამკაცრებისკენ მოუწოდა
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)