2017-06-25 13:07:03, 2127 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტი ქართველ მუსლიმებს რამადან-ბაირამს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ქართველ მუსლიმებს რამადან–ბაირამს ულოცავს.
„გულითადად გილოცავთ რამადანის ერთთვიანი მარხვის საზეიმო დასრულებას - სულიერი განწმენდისა და სიკეთის გამარჯვების უდიდეს დღესასწაულს, რომელსაც ყველა თქვენგანი განსაკუთრებით აღნიშნავს.მუსლიმ თემს, ჩვენი საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, ყოველდღიური გარჯითა და ქვეყნისადმი ერთგულებით ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს საქართველოს აღმშენებლობაში. ამიტომ თქვენი სიხარული - თითოეული ჩვენგანის სიხარულია.ბედნიერებას, სულიერ სიმშვიდესა და კეთილდღეობას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს“,-ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც განცხადებაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან