05:07 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-25 10:46:21, 1911 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს საჯარო სკოლის მოსწავლეები ესტუმრნენ

შსს-ს საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის “ მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ქუთაისის სამსახურს ამავე ქალაქის 26-ე საჯარო სკოლის უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებს შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნიკა გელაშვილი შეხვდა.

სააგენტოს დირექტორი უფროსკლასელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების პროგრამის მნიშვნელობაზე ესაუბრა და ხაზი გაუსვა აღნიშნულ პროექტში მოზარდების აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.

მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა ქუთაისის 26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს სააგენტოს სერვისების, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტების, ასევე, საგზაო ნიშნების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. მოზარდები მართვის მოწმობის თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს დაესწრნენ. მათ ასევე მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო სანომრე ნიშნის დამზადების ტექნოლოგიის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა მოსწავლეებს საჩუქრად მათი სკოლის ნომრის გამოსახულებიანი სანომრე ნიშანი და მადლობის სიგელები გადასცა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics