23:54 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-23 16:25:33, 2080 ნახვა

სამართალი
პროკურორის ინფორმაციით, ირაკლი მამალაძემ დაადასტურა, რომ დეკანოზს ციანიდი თეთრუაშვილის მკვლელობისთვის უნდოდა

ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორის, ჯარჯი წიკლაურის განცხადებით, ირაკლი მამალაძემ თავისი ჩვენებით დაადასტურა, რომ ბრალდებულ დეკანოზს ციანიდი შორენა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის უნდოდა.

მისივე თქმით, ბრალდების მხარის მთავარი მოწმის ირაკლი მამალაძის დაკითხვა გრძელდება.

ამასთან, ჯარჯი წიკლაური ამბობს, რომ ადვოკატები დაუსაბუთებელი პროტესტითა და შუამდგომლობებით ცდილობდნენ, შეეჩერებინათ მოწმის თავისუფალი თხრობა, რათა არ მიცემო მას საშუალება, სრულყოფილად გადმოეცა ფაქტები.

„მთავარმა მოწმემ, რომლის დაკითხვაც გრძელდება, დაადასტურა, რომ მამალაძეს ციანიდი ადამიანის მკვლელობისთვის უნდოდა. ბრალდებული დაპირისპირებული იყო შორენა თეთრუაშვილთან და ყველაფერს აკეთებდა მისი დისკრედიტაციის მიზნით. მან საწადელს რომ ვერ მიაღწია, აირჩია ყველაზე რადიკალური და გაუგონარი მეთოდი, ფაქტობრივად წავიდა დანაშაულზე და დაგეგმა მისი მკვლელობა ამ საწამლავის გამოყენებით. ეს დადასტურდა დღევანდელ სხდომაზე“, - აღნიშნა ჯარჯი წიკლაურმა.

პროკურორის ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე შესავალ სიტყვით სასამართლოს წინაშე 6 ადვოკატი წარსდა და ვერცერთმა მათგანმა ვერ ახსნა, თუ რატომ ითხოვდა მამა გიორგი მამალაძე მომწამვლელი ნივთიერების სასიკვდილო დოზას.

„ასევე,როდესაც ბრალდებული ინტერესდებოდა მსხვერპლის ორგანიზმში ექსპერტიზა აღმოაჩენდა თუ არა საწამლავს, ვერცერთმა ადვოკატმა ვერ ახსნა ეს გარემოება და ისევ ის გამოგონილი ოქრომჭედელი ახსენეს, თითქოს მისთვის უნდოდა მამალაძეს საწამლავი“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დრონებით თავდასხმების გამო, რუსეთში ბენზინის წარმოება ივნისში ერთი მეოთხედით შემცირდა
ზელენსკიმ ლუკაშენკოს ერთი კვირა მისცა ბელარუსში იმ აღჭურვილობის გასათიშად, რომელიც რუსეთს უკრაინაში დარტყმებში ეხმარება
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics