00:32 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 22:33:18, 2033 ნახვა

პოლიტიკა
აბაშიშვილი: ახალი კონსტიტუცია არის დოკუმენტი, რომელიც „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს ემსხვერპლა

სამწუხაროდ, დღეს მმართველი პოლიტიკური გუნდი გვთავაზობს, რომ კონსტიტუციის პროექტის მიღებისას ჩვენ ვიზეიმოთ კონსენსუსი არა ქართულ საზოგადოებაში, არამედ ვიზეიმოთ კონსენსუსი პოლიტიკურ პარტია „ქართულ ოცნებაში“,- ამის შესახებ გიორგი აბაშიშვილმა „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი, რომელიც პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო, არის დოკუმენტი, რომელიც „ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა“.

„სამწუხაროდ, დღეს ჩვენ ვიხილეთ „ქართული ოცნების“ ყრილობა რეალურად პარლამენტის სხდომის ნაცვლად, რომელმაც რაღაც დოკუმენტი მიიღო, რაღაც დოკუმენტი ვამბობ სწორედ იმიტომ, რომ ეს არ არის ის დოკუმენტი რომელიც თუნდაც ვენეციის კომისიაში გაიგზავნა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საკონსტიტუციო კომისიამ შეიმუშავა. ეს არ არის ის დოკუმენტი, რომელიც საერთო სახალხო განხილვებზე იყო წარმოდგენილ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ბოლო მომენტში სწორედ „ქართული ოცნების“ შიგნით პოლიტიკურ გარიგებებს დამატებით ემსხვერპლა და დამატებით დამახინჯდა. 

ჩვენ საქართველოს მოქალაქეებმა 1995 წელს, 22 წლის წინ შევძელით, რომ კონსტიტუციის მიღება გვეზეიმა კონსენსუსი გზით და 22 წლის შემდგომ ჩვენ გვთავაზობენ, რომ ვიზეიმოთ კონსენსუსი ერთი პოლიტიკური პარტიის შიგნით, რაც თავისთავად დემოკრატიის გზაზე ძალიან უკან გადადგმული ნაბიჯია.

მთლიანობაში, ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი რომლის შესაძლებლობაც ბოლო მომენტამდე არსებობდა, რომ შეენარჩუნებინა, ასე ვთქვათ, მმართველს პოლიტიკურ გუნდს რაც საკონსტიტუციო განხილვებზე იყო , იყო სწორედ პროპორციული სისტემით არჩევნების ახლავე ამოქმედება, ანუ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებზე.სამწუხაროდ ესეც ემსხვერპლა მორიგ გარიგებას პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნების“ შიგნით,- აღნიშნა აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics