23:33 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 18:59:03, 2092 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოს საბერძნეთის შინაგან საქმეთა მინისტრი პირველად ეწვია

საქართველოსა და საბერძნეთის შს მინისტრებმა დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, საბერძნეთის რესპუბლიკის შს მინიტრი ნიკოლაოს ტოსკასი დელეგაციასთან ერთად ეწვია. ბერძენ კოლეგას საქართველოს შს მინისტრი გიორგი მღებრიშვილი შეხვდა.

გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხელი მოაწერეს „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას.

საერთაშორისო ხელშეკრულება ითვალისწინებს მხარეებს შორის ორგანიზებული დანაშაულის, ტერორიზმის, ნარკოტიკული საშუალებებითა და ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობის, ტრეფიკინგის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ასევე, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული და სხვა მძიმე დანაშაულების თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის სფეროში თანამშრომლობას.

როგორც მხარეებმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ აღნიშნეს, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებას.

პირისპირ შეხვედრაზე გიორგი მღებრიშვილმა და ნიკოლაოს ტოსკასმა ხაზი გაუსვეს პოლიციის ატაშეებისა და ერთობლივი სამუშაო ჯგუფების მნიშვნელობას, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

საქართველოს შს მინისტრმა ბერძენ კოლეგას ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესში საბერძნეთის რესპუბლიკის მიერ გამოხატული მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics