15:19 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-22 11:08:41, 1954 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: ევროპის ბაზარზე შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზის უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება

„შავი ზღვის აკვატორიაში მოპოვებული ქართული თევზი დაშვებულია ევროპის ბაზარზე და უფრო და უფრო მეტი სახეობის დაშვება ხდება, რაც ძალიან ზრდის ჩვენი ქვეყნის საექსპორტო პოტენციალს, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  სხდომის დაწყებამდე გააკეთა.

პრემიერმა ასევე ისაუბრა ვებ-პორტალის Dcfta.gov.ge მნიშვნელობაზე,  რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა:

„შეიქმნა ვებ-პორტალი, რომელიც იქნება ინტერაქტიული, სადაც იქნება განთავსებული ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ორ ენაზე: ქართულად და ინგლისურად. ეს ვებ-გვერდი იქნება საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის ძალიან კარგი პლატფორმა. ეკონომიკის სამინისტრომ გააკეთა პრეზენტაცია და იმუშავა ამ პროექტზე. მინდა, მათ გადავუხადო მადლობა, ასევე, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, გერმანიის საელჩოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას, რომელთა ძალიან დიდი წვლილიც არის ამ პროექტის შექმნაში და წარმატებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს, განსაკუთრებით მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იქნება ეს ვებ-პორტალი ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ მათ გამოიყენონ ევროპასთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების პოტენციალი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics