|
2017-06-22 09:55:45, 2032 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მდინარაძე: თუ კვირაზე მეტი ქუთაისის პარლამენტში ჯდომა და მუშაობა გეზარება, ბოიკოტი მომხიბვლელად გამოიყურება
ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ბოიკოტის გამოცხადებას გამოეხმაურა. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ბოიკოტი და რიგგარეშე სხდომებზე არ დასწრება პროცესის დისკრედიტაციაა. "როდესაც აღარ გაქვს არგუმენტები, ამასთან, გარდა საკონსტიტუციო კომისიისა, ხალხი და ვენეციის კომისია გეუბნება, რომ შენი ლოგიკა ცარიელი პოპულიზმი და დემაგოგიაა, ერთადერთი გზა პროცესის დისკრედიტაციისთვის არის ბოიკოტი. თან თუ კვირაზე მეტი ქუთაისის პარლამენტში ჯდომა და მუშაობა გეზარება, ბოიკოტი უფრო მომხიბვლელად გამოიყურება, - ეს არის ჩვენი ოპონენტების გადაწყვეტილების მოკლე აღწერა. გარდა ამისა, როდესაც აცხადებ, რომ არ ენდობი მმართველ გუნდს და მას მარტო ტოვებ დარბაზში კონსტიტუციის განხილვისას, ეს ნიშნავს, რომ ან იტყუები და იცი, რომ მართლაც საუკეთესო კონსტიტუცია იწერება, ან საერთოდ არ გაინტერესებს შენი ქვეყნის მომავალი“, - აღნიშნა მდინარაძემ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“, „პატრიოტთა ალიანსმა“ და "ევროპულმა საქართველომ" საკონსტიტუციო ცვლილებების საპარლამენტო განხილვის პროცესს ბოიკოტი გამოუცხადეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)