23:32 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 21:02:36, 2002 ნახვა

პოლიტიკა
„ევროპული საქართველო“ კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას აღარ მიიღებს

„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის სხდომათა დარბაზი დატოვეს

დავით ბაქრაძის განცხადებით, მისი პარტია კოლეგების ბოიკოტს ამ დრომდე მხოლოდ იმიტომ არ შეუერთდა, რათა საპარლამენტო ტრიბუნიდან საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინათ. 

„ჩვენ დღეს შემოვედით დარბაზში განხილვაზე და არ მივბაძეთ ჩვენს კოლეგებს სხვა ოპოზიციური ფრაქციებიდან იმიტომ, რომ მიგვაჩნია, როდესაც საქართველოს პარლამენტში განიხილება კონსტიტუციის პროექტი, არ არსებობს ამაზე უფრო მნიშვნელოვანი დებატი, განხილვა და მსჯელობა საქართველოში, ამიტომ ნებისმიერი პარლამენტის წევრის ვალია, მონაწილეობა მიიღოს, საკუთარიო პოზიცია დააფიქსიროს და საზოგადოებას საკუთარი აზრი გააგებინოს. 

სწორედ ამიტომ ვიყავით დღეს ამ დარბაზში, ამიტომ ვიღებდით მონაწილეობას ამ დებატში, მაგრამ დებატის ბოლოს ძალიან მკაფიოდ ჩანს - უმრავლესობა ჩამოყალიბებულია საკუთარ პრინციპებზე, პრინციპებზე, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ამიტომ ჩვენი პოზიცია გამოვხატეთ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, ჩვენი შეკითხვები, ჩვენი წინააღმდეგობა წარმოდგენილ პროექტთან, ამის იქით ჩვენ გვრჩება საპარლამენტო პოლიტიკური ბრძოლის მხოლოდ მეორე მეთოდი და ეს არის უკვე შემდგომ საპარლამენტო განხილვაში მონაწილეობის არმიღება, რასაც „ევროპული საქართველო“ აკეთებს, ამიტომ ჩვენც ვტოვებთ დარბაზს და საშუალებას მოგცემთ უმრავლესობას, ერთი პარტიის ხმებით, ძალიან მშვიდად, წყნარად მიიღოთ ის ცვლილებები, რომელსაც მხარს უჭერს მხოლოდ ერთი პარტია საქართველოში“, - აღნიშნა დავით ბაქრაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics