00:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 20:20:59, 2215 ნახვა

პოლიტიკა
ეკა ბესელია: კონსტიტუციურ მონარქიაზე ქილიკი დიდი უკულტურობა და არასერიოზულობაა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, ღია გამოკითხვის ნებისმიერი ფორმა მისთვის მისაღებია და მოსწონს. თუმცა, ბესელიას თქმით, გამოკითხვის ორი პირდაპირი ფორმის ერთდროულად გამოყენება შეუძლებელია. კერძოდ, ბესელიამ ოპოზიციონერი დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე აღნიშნა, რომ კონსტიტუციური ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის პარალელურად, განხილვის სხვა ფორმის გამოყენება  ფიზიკურად შეუძლებელია.

„არასოდეს არც ღია და არც დახურულ ფორმატში არ მითქვამს, რომ ცუდია რომელიმე გამოკითხვის ფორმა და ცუდია პლებისციტით თუ ვეკითხებით მოქალაქეებს, რას ფიქრობენ ისინი. მომწონს ნებისმიერი საჯარო განხილვა, მაგრამ შეუძლებელია გამოკითხვის ორი პირდაპირი ფორმა გამოიყენო ერთდროულად. კონსტიტუციურ განხილვაზე, კონსტიტუცია ამბობს, რომ საერთო-სახალხო განხილვა, ეს არის გამოკითხვის პირდაპირი ფორმა, და ამბობს, რომ ეს არის ის აუცილებელი წესი, რომელიც უნდა გამოიყენო. რასაც თქვენ ამბობდით, რომ საერთო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს და მოდით, პარალელურ რეჟიმში გამოიყენოთ განხილვის ეს ფორმა, მაშინ ვამბობდი, რომ ორივე ამ ფორმის გამოყენება, უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია. პოლიტიკური პროცესისთვისაც რთულია. მე რომც ვფიქრობდე ისე დამახინჯებულად, როგორც ეს ვიღაცას ჰგონია, რომ ცუდია გამოკითხვის ეს ფორმა, არც ვიტყვი ამას საჯაროდ“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

დეპუტატის განმარტებით, მას ღია გამოკითხვის ნებისმიერი ფორმა მოსწონს და სწორედ ამიტომ თქვა,  რომ კონსტიტუციური მონარქიის თემა განხილვად ღირს და მასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოსახლეობამ უნდა მიიღოს:

„ამიტომაც ვთქვი კონსტიტუციურ მონარქიაზე, რომელზე ქილიკიც არის უბრალოდ დიდი უკულტურობა და არასერიოზულობა. ვისაც უნდა გააგრძელოს ეს ქილიკი. მე არ ვფიქრობ, რომ ეს საქილიკო თემაა. მიმაჩნია, რომ ამ თემაზე როგორი განსხვავებული და პოლარიზებულიც არ უნდა იყოს აზრები, ის მსჯელობად, განსჯად, დებატებად, განხილვად, დისკუსიებად ღირს და რაც მთავარია, ეს მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, რადგან ასეთი ტიპის ცვლილება, რომელიც ცვლის პოლიტიკურ სისტემას და მთლიანად მოდელს, დიახ, ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, საკვირაო ქადაგებისას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ბრძანა, რომ კონსტიტუციურ მონარქიას ქვეყანაში სიმშვიდე შემოაქვს, რასაც მოგვიანებით ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარეც დაეთანხმა. ირაკლი კობახიძე და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უწმინდესს შეხვდნენ კიდეც. მედიასთან  შეხვედრის დეტალებზე არ უსაუბრიათ, მხოლოდ აღნიშნეს, რომ ილია მეორესთან  ზოგადი საუბარი ჰქონდათ, მათ შორის კონსტიტუციურ მონარქიაზეც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics