03:56 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 17:14:58, 1843 ნახვა

საზოგადოება
ბოტკოველი: მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მათ მიმართ ტენდენციურად განწყობილი არავინ არ არის

შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მათ მიმართ ტენდენციურად განწყობილი არავინ არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პატრიარქის მდივანმა მამა მიქაელ ბოტკოველმა განაცხადა.

როგორც ბოტკოველმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, პატრიარქმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მამა გიორგის დაპატიმრება მოულოდნელი იყო როგორც მისთვის, ასევე საპატრიარქოს წარმომადგენლებისთვის.

„ამ შეხვედრის შემდეგ მამა გიორგის ოჯახი დარწმუნდება, რომ მათ მიმართ ტენდენციურად განწყობილი არავინ არ არის. ყველა ველოდებით სიმართლის დადგენას, არანაირი ბარიერები უწმინდესთან არ არსებობს. ადამიანებმა უნდა გამოიჩინონ კორექტულობა, უნდა მიხვდნენ ისინი, რომ იმყოფებიან საპატრიარქოში და ულტიმატუმის ენაზე არ უნდა ესაუბრებოდნენ საპატრიარქოს, მით უმეტეს მის უწმინდესობას“, - განაცხადა ბოტკოველმა.

როგორც ბოტკოველმა აღნიშნა, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახის წევრები დარწმუნდნენ, რომ პატრიარქი საქმის დეტალებს იცნობს. 

„ისინი თვითონ დარწმუნდნენ, რომ პატრიარქი ძალიან კარგად ერკვევა დეტალებშიც, ნიუანსებიც კი იცის. ოღონდ ვიცით იმდენი, რამდენიც იცის საზოგადოებამ. ჩვენ სხვა შემხებლობა და სხვა ინფორმაციები არსაიდან არ მოგვდის.  აქედან გამომდინარე მისმა უწმინდესობამ სამართლიანად ბრძანა, რომ ჩვენ ყველა უნდა დაველოდოთ გამოძიებას და გამოძიების შედეგი რაც იქნება, ის უნდა იყოს მისაღები“, - განაცხადა ბოტკოველმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics