|
2017-06-21 16:16:19, 2203 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
ირმა ინაშვილი: საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი პრემიერ-მინისტრის დირექტივით მიმდინარეობდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ირმა ინაშვილმა კონსტიტუციაში შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება და საარჩევნო კოდექსის საკანონმდებლო ცვლილებები გააპროტესტა. „პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ ამ პროცესების უკან უშუალოდ დგას პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. სწორედ მისი დირექტივით მიმდინარეობდა საკონსტიტუციო ცვლილებების მთელი პროცესი და სწორედ ის უჭერდა მხარს ე.წ. ბონუსის მოდელს, რასაც საპარლამენტო სივრცეში და საჯარო განხილვებისას აქტიურად ლობირებდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კვირიკაშვილს თანამდებობის დატოვებისკენ, ხოლო ქვეყნის ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს მიმდინარე პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდა. ირმა ინაშვილმა კონსტიტუციური კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებთან დაკავშირებით, ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ ბოიკოტის რეჟიმზეც ისაუბრა და სამომავლო გეგმებიც დააანონსა. „ორი მიმართულებით ვიწყებთ მუშაობას - ეს არის ევროსტრუქტურებთან კონსულტაციები და საპროტესტო აქციებისთვის მზადება. დღეს უკვე შევხვდი აშშ-ის ელჩს და საკონსტიტუციო ცვლილებებზე, კონსენსუსის არარსებობაზე და ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისზე, ჯერ-ჯერობით პარლამენტის დონეზე, საუბარი გავმართე“, - აღნიშნა ირმა ინაშვილმა. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ „ქართული ოცნების“ დეპუტატებსაც საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდაჭერის თავშეკავებისკენ მოუწოდა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)