|
2015-04-20 12:07:54, 1410 ნახვა
სამხედრო
ჯანელიძე უდესიანის სპეცრაზმელებზე: ეს ადამიანები არც თავდაცვისა და არც შსს-ს რიგებში არ მსახურობდნენ
თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძის განცხადებით, გია უდესიანის სპეცრაზმელები თავდაცვის სამინისტროსა და შსს-ს რიგებში არ მსახურობდნენ. ამის შესახებ ჯანელიძემ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. "ეს საკითხი არ არის საჯარო განხილვის თემა. მოკლედ გეტყვით, რომ ეს ადამიანები არც თავდაცვის სამინისტროს, არც შსს-ს რიგებში არ მსახურობდნენ. შესაბამისად, იქ არის ბევრი ისეთი საკითხი და დეტალი, რომელიც სხვა პროცედურებს ექვემდებარება. შესაბამისად ვერანაირ განცხადებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებ",-განაცხადა მინდია ჯანელიძემ. შეგახსენებთ, ბიზნესმენმა გია უდესიანმა „რუსთავი 2“-ს ეთერში განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე შექმნილი იყო საიდუმლო დაჯგუფება, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)