00:28 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-21 15:22:04, 1979 ნახვა

პოლიტიკა
მიხეილ ჯანელიძემ და იანოშ ჰერმანმა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის მოლოდინებზე იმსჯელეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს იანოშ ჰერმანს შეხვდა.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები მიმდინარე წლის 19 ივნისს, ლუქსემბურგში გამართული ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის'' მინისტერიალის თაობაზე;  მიმოიხილეს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები და 24 ნოემბერს, ბრიუსელში დაგეგმილი „აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამიტის მოლოდინებზე იმსჯელეს.

სამინისტროს ცნობით, ორივე მხარე მიესალმა ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების პროცესში საქართველოს  მიერ მიღწეულ  პროგრესს, განსაკუთრებით აღინიშნა ის ფაქტი, რომ  ევროკავშირმა საქართველო დაამატა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალს, საიდანაც შესაძლებელია ევროპის ბაზარზე შავი ზღვის თევზისა და თევზის პროდუქტების შეტანა.

ამასთანავე, შეხვედრაზე ელჩმა, საგარეო საქმეთა მინისტრს გადმოსცა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ევროკავშირის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინის და გარემოს, საზღვაო და თევზჭერის საკითხებში, ევროკომისრის კარმენუ ველას, ა.წ. 5-6 ოქტომბერს, მალტის დედაქალაქ ვალეტაში დაგეგმილი რიგით მეოთხე კონფერენციის „ჩვენი ოკეანის" ერთობლივი მოსაწვევი წერილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics