2017-06-21 10:03:13, 2439 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
პარლამენტში დღეს რიგგარეშე სხდომა გაიმართება
პარლამენტში დღეს, 13 საათზე, რიგგარეშე სხდომა გაიმართება, რომელზეც „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებს განიხილავენ და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს აირჩევს.
როგორც ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი, რიგგარეშე სხდომები დღის წესრიგის ამოწურვამდე გაგრძელდება.
„პატრიოტთა ალიანსმა“ პარლამენტის რიგგარეშე სხდომებს ბოიკოტი გამოუცხადა. როგორც პარტიის ლიდერმა, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ირმა ინაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მმართველი გუნდი ხალხს ატყუებს, რადგან შერეულ საარჩევნო სისტემას ტოვებს ძალაში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან