13:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-20 13:32:19, 2210 ნახვა

სამართალი კომენტარი
გოგიჩაიშვილი: აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განცხადებას ძალიან მალე გააკეთებს

აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება განცხადებას ძალიან მალე გააკეთებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან გოგიჩაშვილმა შს მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, შეხვედრაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმის გარდა, ბევრი სხვა საკითხი განიხილეს.

"მუხთარლი ერთი მიმართულება არ არის, ქვეყანაში სხვადასხვა მიმართულებები არსებობს და ფართოდ შევეხეთ ყველაფერს. დღევანდელი შეხვედრა ემსახურებოდა ზოგადად, მინისტრთან შეხვედრას ძალიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით, მათ შორისაა მუხთარლის საკითხიც, საქმე, რაზეც ახალგაზრდები გამოვიდნენ ქუჩაში, ბათუმის საკითხი და სხვა",- განაცხადა გოგიჩაშვილმა.

მან ასევე პარლამენტში მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ისაუბრა.

გოგიჩაიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისია იქმნება მაშინ, როდესაც გამოძიების მიმართ უკმარისობის განცდა ჩნდება.

„საგამოძიებო კომისიის შექმნას რაც შეეხება, ეს იქმნება მაშინ, როდესაც უკმარისობის განცდა უჩნდება პარლამენტის წევრს, საზოგადოებას, გამოძიების საქმიანობასთან დაკავშირებით. რადგან გამოძიება არ არის ბოლომდე დამთავრებული, შესაბამისად ამ საკითხის დღის წესრიგში დაყენება არ არის რელევანტური და ადეკვატური. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ვერ მივიღებთ პასუხს შსს-დან და პროკურატურიდან, თუკი გვექნება უკმარისობის განცდა გამოძიებასთან, ბუნებრივია, ეს საკითხი დადგება დღის წესრიგში“, - განაცხადა ლევან გოგიჩაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics