|
2017-06-20 12:15:33, 833 ნახვა
რეგიონი
კახეთის ოთხ რაიონში ძლიერი სეტყვასაშიში ატმოსფერული პროცესები განეიტრალდა
სსსტც „დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ 19 ივნისს ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონებში 710 კმ2 საერთო ფართობის ფრონტალური ტიპის სეტყვასაშიში ღრუბლის მასები სრულად გაანეიტრალა, რისთვისაც გასროლილი იქნა 60-ზე მეტი რაკეტა. „დელტას“ ინფორმაციით, რეგიონში ღრუბლის მასებმა შემოსვლა სამხრეთ-დასავლეთი მიმართულებიდან დღის მეორე ნახევარში დაიწყო და ეტაპობრივად მოიცვა ახმეტის, თელავის, ყვარლის და გურჯაანის რაიონები. კრიტიკულ ეტაპზე სეტყვის მოსვლის ალბათობამ 80 % ს მიაღწია, მოსალოდნელი მარცვლების ზომა 15 მმ იყო. 17:30 საათიდან 23:50 საათამდე ღრუბლის მასები რამდენიმე ეტაპად დამუშავდა რისთვისაც 60-ზე მეტი რაკეტა გაიხარჯა. დამუშავების შედეგად აღნიშნულ რაიონებში ნალექის უდიდესი ნაწილი ინტენსიური წვიმის სახით ჩამოიცალა.
(NS)
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)