13:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 20:33:28, 1909 ნახვა

კომენტარი
კობახიძე: თუ საქართველოში ასეთი მმართველობის სისტემისთვის შესაბამისი პირობები იქნება, ამაზე ფიქრი შესაძლებელია

„კონსტიტუციურ მონარქიას სერიოზული პლიუსები აქვს. შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში ვიფიქროთ ამაზე. თუ საქართველოში იქნება შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, უწმინდეს და უნეტარეს ილია მეორესთან გამართული შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით,  მმართველი გუნდისთვის პატრიარქის თითოეულ მოწოდებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. კონსტიტუციურ მონარქიაზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, თავისი სერიოზული უპირატესობები აქვს.

„ჩვენთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პატრიარქის თითოეულ სიტყვას, მის თითოეულ მოწოდებას. ამასთან დაკავშირებით შედგა საუბარი ჩვენსა და პატრიარქს შორის. პატრიარქის თითოეული სიტყვის მნიშვნელობა ძალიან დიდია. ჩვენ თითოეულ ამ სიტყვასთან დაკავშირებით სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. ყველა მმართველობის სისტემას, მათ შორის, კონსტიტუციურ მონარქიას, აქვს თავისი სერიოზული უპირატესობები. პატრიარქმაც ბრძანა, რომ კონსტიტუციური მონარქია არის სიმშვიდის შემომტანი მმართველობის სისტემაში და ზოგადად, პოლიტიკურ სისტემაში. ჩვენ შეგვიძლია, გრძელვადიან პერსპექტივაში რა თქმა უნდა ვიფიქროთ ზოგადად ამაზე. თუ იქნება საქართველოში შესაბამისი პირობები იმისთვის, რომ რომ ასეთი მმართველობის სისტემა ჩამოყალიბდეს, ამაზე ფიქრი შესაძლებელია. რა თქმა უნდა, ისეთ პრინციპულ საკითხზე, როგორიც არის კონსტიტუციური მონარქიის შემოღება, უნდა იყოს რაც შეიძლება, ფართოდ საზოგადოების აზრი და მხოლოდ ასეთ პირობებში შეიძლება იქნას გადაწყვეტილება მიღებული ასეთი მმართველობის ფორმის შემოღების თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics