|
2017-06-19 13:27:47, 1536 ნახვა
საზოგადოება
ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების დროული გამოვლენის მიზნით, ახალი პროექტი განხორციელდება
ახალშობილთა გულის თანდაყოლილი მანკების კრიტიკული ფორმების გამოსავლენად ახალი პროექტის განხორციელების მიზნით, დღეს „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდსა“ და სამედიცინო დაწესებულებებს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. პროექტში აჭარიდან, ჯანმრთელობის ცენტრი „მედინა“, ბათუმის სამშობიარო სახლი, საზღვაო ჰოსპიტალი და ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტალი ჩაერთო. ხელმოწერის ცერემონიალს როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის ხელმძღვანელი ელენა როსტროპოვიჩი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე ესწრებოდნენ. პროექტი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, „ფონდი ქართუსა“ და „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდის“ თანამშრომლობით ხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საშუალება გულის თანდაყოლილი პათოლოგიების წარმატებული მკურნალობისა ვერ ხერხდება ამ პრობლემის დროული დიაგნოსტიკა რაიონულ და რეგიონულ დონეზე, რაც ხშირ შემთხვევაში ბავშვთა სიკვდილის მიზეზი ხდება. პროექტის მიზანია სკრინინგისა და მონიტორინგის დანერგვით ეფექტური გახადოს გულის თანდაყოლილი პათოლოგიების დროული მკურნალობა და გამოსავალი. პროექტის ფარგლებში: შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი აქტები, პროტოკოლ-გაიდლაინები და სასწავლო-მეთოდური მასალა; ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკას გადაეცემა სკრინინგისათვის რეკომენდებული პულსოქსიმეტრი; გადამზადდება ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკის ნეონატოლოგი, რათა ეფექურად წარიმართოს ახალშობილთა პირველადი სკრინინგი; როგორც პროექტის ყველა ეტაპის, ასევე გულის თანდაყოლილი პათოლოგიის მქონე ბავშვების ტრანსპორტირების ეფექტური სქემა შეთანხმდება სახელმწიფოსა და კლინიკებთან; ახალშობილთა ტრანსპორტირებისათვის შესაბამისი სატრანსპორტო საშუალება აღიჭურვება სატრანსპორტო კიუვეზით ინტეგრირებული ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატით; რეგიონებში ოპერაციის შემდგომ პერიოდში ბავშვის მდგომარების მართვასა და მონიტორინგს განახორციელებს ბავშვთა კარდიოლოგი. პროექტის ეტაპები: 1. ახალშობილთა პირველადი სკრინინგი ყველა სამეანო სერვისის მიმწოდებელ კლინიკაში პულსოქსიმეტრიის გამოყენებით; 2. პრობლემური ახალშობილის შუალედური დიაგნოსტიკა ბავშვთა კარდიოლოგის მიერ ექოკარდიოგრაფიის გამოყენებით; 3. გულის თანდაყოლილი მანკის დადგენის შემთხვევაში ბავშვის ტრანსპორტირება რეფერალურ კლინიკაში (ჯო ენის სამედიცინო ცენტრში); 4. ოპერაციის შემდგომი მეთვალყურეობა და მონიტორინგი. „როსტროპოვიჩ-ვიშნევსკაიას ფონდი “ განახორციელებს პროექტის: • ყველა ეტაპის დიზაინსა და დანერგვას; ეფექტური მართვის მექანიზმების შემუშავებას; პროექტისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფას; ტრენინგებს; სრულ მონიტორინგს; მდგრადობისა და თვითგანახლების მხარდაჭერას.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)