03:21 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 12:36:11, 1365 ნახვა

საზოგადოება
კახეთის რეგიონში თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების პროგრამის განხილვა გაიმართა

კახეთის რეგიონში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის, (FAO) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორაგნიზებით, საქართველოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის ორ დღიანი სემინარი გაიმართა თემაზე -„თესლისა და სარგავი მასალის სერტიფიცირების სისტემა, განხორციელებული და დაგეგმილი პროექტები“ . 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ  მოწვეულ  ჟურნალისტებს თესლისა და სარგავი მასალების სტანდარტებზე, სერტიფიცირების პროგრამის განხორციელებისთვის საქართველოს მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებზე,  კანონზე „სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების გასავრცელებლად  დაშვებისა და მეთესლეობის შესახებ“ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. 
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული კანონპროექტი სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ მომზადდა, რომელიც  სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების თესლისა და სარგავი მასალის წარმოებასთან, აღწარმოებასთან, გადამუშავებასთან, შენახვასთან, სერტიფიცირებასთან,  რეალიზაციასთან, მიკვლევადობასთან და ადგილობრივ და იმპორტირებულ თესლსა და სარგავ მასალასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს არეგულირებს. 

კანონი ძალაში 2017 წლის 1 ივნისს შევიდა. 

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საქართველოს წარმომადგენლობის პროექტის მენეჯერმა, ბექა ძაძამიამ ჟურნალისტებს თესლის სერტიფიცირების მსოფლიო პრაქტიკა და ევროკავშირის ბაზრის მოთხოვნები გააცნო.

სათესლე მასალის სავალდებულო სერტიფიცირების წინა პროცედურები სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მხარდაჭერით 2015 წლიდან მიმდინარეობს.

კანონის თანახმად,  ეროვნული კატალოგი შეიქმნება, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე გასავრცელებლად დაშვებული ან/და სასოფლო-სამეურნეო სარგებლიანობაზე გამოცდილი სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების ჩამონათვალს.

სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშების სერტიფიცირება ნებაყოფლობითია, გარდა საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა ჯიშებისა.

სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავ მასალაზე სერტიფიკატს გასცემს საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი ორგანო ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აკრედიტებული პირი, ასევე საერთაშორისი აკრედიტაციის მქონე შესაბამისობის შემფასებელი პირი.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის პირველ იანვრამდე სავალდებულო სერტიფიცირებას დაქვემდებარებულ სასოფლო-სამეურნეო კულტურათა თესლსა და სარგავი მასალის  სერტიფიცირება დაინტერესებულ პირთათვის იქნება უფასო.

აღნიშნული კანონპროექტი ასევე არეგულირებს სარეალიზაციოდ გამიზნული თესლისა და სარგავი მასალის ეტკეტირების პირობებს და პასუხისმგებლობის ზომებს ამ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისათვის.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics