13:42 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 11:39:07, 1969 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ვენეციის კომისია კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით საბოლოო დასკვნას ოქტომბერში წარმოადგენს

ვენეციის კომისია საქართველოს კონსტიტუციურ რეფორმასთან დაკავშირებით  საბოლოო დასკვნას ოქტომბრის თვეში  წარმოადგენს. შესაბამისი თხოვნით  საპარლამენტო უმრავლესობამ ვენეციის კომისიას თავად მიმართა.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ  ვენეციის კომისიის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა, რომელშიც საქართველოს  საპარლამენტო უმრავლესობამ მიიღო მონაწილეობა.

კობახიძის თქმით, კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ საქართველოს  კონსტიტუციის ახალი რედაქცია  სრულ შესაბამისობაშია  კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან.

" სხდომაზე განიხილეს სხვა საკითხებთან ერთად ჩვენი საკონსტიტუციო ცვლილებებიც. მოხარული ვართ, რომ კომისიამ მყარად დაადასტურა, რომ ახალი რედაქცია ჩვენი კონსტიტუციის, სრულ შესაბამისობაშია  კონსტიტუციური სამართლის პრინციპებთან. კიდევ ერთხელ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ სრულად გავითვალისწინებთ  კომისიის რეკომენდაციებს. რეკომენდაციების გათვალისწინების საფუძველზე გაგრძელდება განხილვები ახლა უკვე საქართველოს პარლამენტში. ვთხოვეთ ვენეციის კომისიას, რომ ოქტომბრის თვეში  წარმოადგინოს საბოლოო დასკვნა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით, მას შემდეგ, რაც ეს დოკუმენტი  ორი მოსმენით იქნება მიღებული საქართველოს პარლამენტის მიერ",-აღნიშნა კობახიძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics