13:41 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 11:13:59, 2008 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კობახიძე: შეთავაზებაზე უარი ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის პოზიციები სუსტია, ჩვენი კი მყარი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი საზოგადოების წინაშე ღია ეთერში კონსტიტუციურ ცვლილებებზე მსჯელობას არ დათანხმდა.

"ჩვენ შევთავაზეთ პრეზიდენტს, რომ ერთად დავმსხდარიყავით ღია ეთერში და საზოგადოების წინაშე ერთად გვესაუბრა საკონსტიტუციო ცვლილებების არსის თაობაზე. კიდევ ერთხელ უნდა გამოვთქვათ ჩვენი მწუხარება, რომ პრეზიდენტმა ეს შეთავაზება არ მიიღო. ეს ცხადყოფს, რომ პრეზიდენტის პოზიციები ძალიან სუსტია და ჩვენი პოზიციები მყარია.პრეზიდენტმა თავიდანვე აირჩია ძალიან არასწორი გზა. კომისიასთან დაპირისპირების გზა, პარლამენტთან დაპირისპირების გზა, მას შემდეგ, რაც დადასტურდა ამ რეფორმის წარმატება, ბუნებრივია, პრეზიდენტი შევიდა ჩიხში და ამის შედეგია ის, რომ მან, სამწუხაროდ, უარი თქვა ჩვენს შეთავაზებაზე.კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზადყოფნას, ამ ფორმატში მივიღოთ მონაწილეობა",-აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ გუშინ პრეზიდენტს საკონსტიტუციო ცვლილებების სატელევიზიო განხილვა შესთავაზე. კობახიძის შეთავაზებას მოგვიანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და აღნიშნული პროცესის პრეზიდენტის სასახლეში გამართვის ინიციატივით გამოდის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics