22:28 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-19 10:25:32, 2089 ნახვა

სამართალი
სასამართლომ შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ შვილის მიმართ ძალადობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

როგორც პროკურატურის განცხადებაშია აღნიშნული, გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა პირმა, ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს, არასრულწლოვან შვილს ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა.

„სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე გ.ხ. დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ  2017 წლის 11 მარტის საღამოს საათებში, ვანის რაიონში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა გ.ხ.-მ, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ოჯახის წევრებთან კონფლიქტის დროს არასრულწლოვან შვილს დანით მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, რითაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

სამართალდამცავებმა გ.ხ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება  სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ა" ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი) წარედგინა.

სამტრედიის რაიონულმა სასამართლომ გ.ხ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბავშვებისთვის სასწავლო წლის ფორმებს ივანიშვილის რეჟიმი ჩინური კომპანიისგან იყიდის
ზურაბიშვილი EU-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს ღია წერილით მიმართავს
ზახაროვამ თბილისში რუსული ენის დღესთან დაკავშირებით გამართული აქციის მონაწილეებს „ექსტრემისტების ხროვა“ უწოდა
ირაკლი კობახიძე: ტაჯიკეთში ვიზიტი საქართველოსთან ურთიერთობებს ახალ დონეზე აიყვანს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics