21:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-18 15:40:01, 2003 ნახვა

პოლიტიკა
მარგველაშვილი კობახიძეს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტზე მსჯელობას პრეზიდენტის სასახლეში სთავაზობს

საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე ერთობლივ მსჯელობასთან დაკავშირებით და აღნიშნული პროცესის პრეზიდენტის სასახლეში გამართვის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული შეთავაზება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადების საპასუხოდ დღეს გააკეთა.

,,პრეზიდენტი ყოველთვის მხარს უჭერდა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში ფართო ჩართულობას  და მის მაღალ ლეგიტიმაციას, შესაბამისად ვთავაზობთ, რომ აქ, პრეზიდენტის სასახლეში გაიმართოს შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი, სახალხო დამცველი, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ბიზნესასოციაციები და ფართოდ გაშუქდეს მედიის მიერ, ის პრობლემური საკითხები, რომელიც  ხელს გვიშლის მივაღწიოთ რეალურ კონსენსუსს'',  - აღნიშნა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით,  ცვლილებების პროექტზე მსჯელობა საჭიროა, სწორედ იმისათვის, რომ ეს უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოებრივი დოკუმენტი მივიღოთ არა ერთპარტიულად, არამედ, ფართო კონსენსუსის საშუალებით.

,,ფაქტია, რომ საკონსტიტუციო პროცესი ქვეყანაში საკმაოდ რთულ ფაზაშია და იმისათვის რომ ჩვენ რეალურად არ დავდგეთ ნულოვანი კონსენსუსის წინაშე, რომლის შესახებაც საუბრობს პრეზიდენტი მუდმივად და რომელზეც მიგვითითებს ახლა უკვე ვენეციის კომისია, საჭიროა, გარკვეული, რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა'', - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics