02:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-17 20:14:41, 1796 ნახვა

საზოგადოება
ზოიძე: თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი მიღებული იქნება, პატიმრების საქმეები გადაიხედება

ზოიძე: თუ ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის კანონპროექტი მიღებული იქნება, პატიმრების საქმეების გადახედვა მოხდება

პარლამენტის საგაზაფხულო სესიის ბოლომდე, მმართველი გუნდი საქართველოში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მიმართულებით, საკანონმდებლო პაკეტის ინიცირებას მოახდენს.

საკონონმდებლო პაკეტი ნარკოდამოკიდებული ადამიანებისთვის კონკრეტულ სერვისებს ითვალისწინებს. 
ამასთან, ნარკოგამსაღებლებისთვის სასჯელები კიდევ უფრო გამკაცრდება.

აღნიშნულ თემაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ინიციატივა ამნისტიის პროცესსაც მოიცავს.

„ოთხსვეტიანი პოლიტიკა რომ განვახორციელოთ, ამისათვის საკანონმდებლო ცვლილებები იმ გზით უნდა წავიდეს, რომ მცირე ოდენობის მოხმარებისთვის, ან მცირე ოდენობის შენახვა-მოხმარების მიზნით, ადამიანი საპატიმრო სასჯელისგან უნდა გათავისუფლდეს. ზოგადად, შეიძლება, პირადი მოხმარებისთვის ორი-სამი ექსტაზი იყოს, მაგრამ ათი აბი ვერ იქნება. ზღვარი სად უნდა გავიდეს მოხმარებასა და გასაღებას შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 260-ე მუხლში საპატიმრო სასჯელები მკვეთრად განსხვავდება და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკითხზე ჩამოვყალიბდეთ, რადგან ამაზე იმ ადამიანების ბედია დამოკიდებული, რომლებიც დღესაც საპატიმროში სხედან. 

გადაწყვეტილებაზე თუ სად გავავლებთ ზღვარს, დამოკიდებულია ის, რომ შეიძლება, ბევრი ადამიანი ციხიდან გათავისუფლდეს და ამ კანონმდებლობის მიღებით ჰუმანური აქტიც მოხდეს. თუ ეს კანონპროექტი მიღებული იქნება, ამ შემთხვევაში, ახალი გარემოებების საფუძველზე, მათი საქმეების გადახედვა მოხდება და მათთვის შედეგი იმით დადგება, რომ ან პატიმრობიდან გათავისუფლდებიან, ან  ნაწილს ვადა მოხდილი ექნება, ან ნაწილს სასჯელი გაუუქმდება“, - განაცხადა ზოიძემ.

ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც პარლამენტში ნარკოპოლიტიკის მიმართულებით საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება მოხდება, თავდაპირველად, მასზე მსჯელობა კომიტეტების ფორმატში მოხდება, საბოლოო მიღება კი, საშემოდგომო სესიაზე იგეგმება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics