|
2017-06-17 17:35:32, 909 ნახვა
რეგიონი
ავლევში უფასო სამედიცინო გასინჯვებისა და სკრინინგის აქცია გაიმართა
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ავლევში უფასო სამედიცინო გასინჯვებისა და C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია გაიმართა. პროცესის მიმდინარეობას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორ ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო. აქციის ფარგლებში, მთელი დღის განმავლობაში პროფილაქტიკური შემოწმება ცერონისის, ავლევის, თამარაშენისა და კნოლევის მცხოვრებლებს უტარდებოდათ. ადგილობრივებს სამედიცინო კონსულტაცია „ავერსის კლინიკის“ 10-მდე სხვადასხვა სპეციალიზაციის ექიმმა გაუწია. პაციენტებს დანიშნულების შესაბამისი მედიკამენტები უსასყიდლოდ გადაეცათ. პარალელურ რეჟიმში, C ჰეპატიტზე სკრინინგი მიმდინარეობდა. სწრაფი მარტივი ტესტის გაკეთება ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო. სკრინინგში 100-მდე ადგილობრივი ჩაერთო. სამედიცინო პროფილაქტიკური გასინჯვების აქცია პერმანენტულად, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით იმართება. ”განიკურნე!“ - ამ სახელწოდების კამპანიის ფარგლებში კი, C ჰეპატიტის ვირუსის მატარებელთა გამოსავლენად, საყოველთაო სკრინინგი მიმდინარეობს.
(NS)
პაველ დუროვი: საქართველო მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად იქცევა
სალომე ზურაბიშვილი: ევროკავშირის 21-ე სანქციების პაკეტმა ეროვნული სირცხვილი გამოავლინა
ევროკავშირის სანქციების გამო არკადი დვორკოვიჩმა FIDE-ს პრეზიდენტის უფლებამოსილება შეიჩერა
ტრამპმა რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე 12.5%-იანი ტარიფი დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)