|
2017-06-16 17:33:04, 2025 ნახვა
პოლიტიკა
რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ბინადრობის დოკუმენტი, ან მუშაობის უფლება აქვთ, ქვეყნის დატოვებას მხოლოდ ვიზით შეძლებენ
საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის ფედერაციაში ბინადრობის დოკუმენტი ან გრძელვადიანი მუშაობის უფლება აქვთ, ქვეყნის დატოვებისათვის ვიზა დასჭირდებათ, - ამის შესახებ ინფორმაციას MK.RU ავრცელებს. მედია საშუალების ცნობით, საქართველოს მოქალაქეების გარდა, რუსეთის დატოვებისათვის ვიზა სჭირდება ყველა იმ ქვეყნის მოქალაქეს, რომლებსაც სპეციალური შეთანხმება გაფორმებული არ აქვთ. უფლებადამცველის ბახრომ ისმაილოვის განცხადებით, შესაბამისი ინფორმაცია ცვლილებებთან დაკავშირებით მედიაში არ გავრცელებულა, თუმცა ის ძალაში 7 ივნისიდან შევიდა. ისმაილოვის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება საქართველოს, თურქმენეთის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს ეხება. გარდა ამისა, რუსული ტელეკომპანია "Дождь"-ის პროდიუსერის და ტელეწამყვანის ანა მონგაიტის ცნობით, მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მისი შვილების ძიძისგან, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, გასვლითი ვიზა მოითხოვეს. როგორც მონგაიტი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ადამიანებს, რომლებსაც რუსეთში ლეგალურად მუშაობის უფლება აქვთ, "რუსეთს ნებართვა უნდა სთხოვონ, იმისთვის, რომ ქვეყნის საზღვარი გადაკვეთონ". "მესაზღვრემ არა თუ არ გამოუშვი ძიძა ჩვენთან ერთად, არამედ 2 000 რუბლის ჯარიმა დააკისრა, იმის გამო, რომ უვიზოდ მოვიდა აეროპორტში. თავდაპირველად აეროპორტში მივედით იმ გათვლით, რომ ჩვენ ქართველ ძიძას ჰქონდა უვიზოდ მოგზაურობის უფლება, საქართველოში ამოქმედებული ვიზალიბერალიზაციის ხარჯზე, თუმცა სულ სხვა სიტუაცია დაგვხვდა. უფრო მეტიც, როდესაც მესაზღვრესთან დავიწყეთ დიალოგი, გვითხრა, რომ მიმდინარეობს ვიდეოს ჩაწერა და თუ არ დავასრულებთ, ჩვენც მოგვხედავენ", - წერს ანა მონგაიტი.
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
ზურაბიშვილი: ევროკომისიას ვთხოვ, დიუშენის დისტროფიით დაავადებული ბავშვების მშობლებისთვის დახმარება გამოყოს
საგამოძიებო სიუჟეტის შემდეგ ჟურნალისტი გურამ როგავა გამოკითხვაზე დაიბარეს
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)