|
2017-06-16 16:14:07, 1877 ნახვა
ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს შეხვდა
აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) საქმიანობა, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტებთან დი ჟეი პანდიანთან (Mr.D.J.Pandian) და დენი ალექსანდერთან (Danny Alexader) შეხვედრაზე, რომელიც სამხრეთ კორეაში, AIIB-ის მმართველთა საბჭოს წლიური შეხვედრის ფარგლებში გაიმართა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ბათუმის შემოვლითი გზის პროექტზე, რომლის თანადამფინანსებელი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკია. აღინიშნა, რომ პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო ფუნქციის შესრულებას. ამასთან, მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას საკურორტო ზონაში და ამავე დროს, გაზრდის ტვირთბრუნვას აღნიშნული დერეფნის მეშვეობით. შესაბამის შეთანხმებას ხელი საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის 17 ივნისს მოეწერება. პირველმა ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა ბანკის ვიცე-პრეზიდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მთავრობის 4-პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე, რომლის მიზანსაც ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდა წარმოადგენს. მან ისაუბრა ეკონომიკურ რეფორმებზე, რომლებმაც უნდა გაზარდონ ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო მიმზიდველობა. გარდა ამისა, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა დეპოზიტების დაზღვევის, მიწის, კაპიტალის ბაზრის, ფისკალურ რეფორმებზე. აგრეთვე, დიდი ინტერესი გამოიხატა იმ ქმედებებზე, რომლებსაც საქართველოს მთავრობა ქვეყნის სივრცითი განვითარების მიმართულებით ახორციელებს. დასასრულს, მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა საქართველოსა და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს შორის მომავალში კიდევ უფრო გაგრძელდება და ინტერესი ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიმართ გაიზრდება. შეხვედრას, ასევე, დაესწრო საქართველოს ელჩი კორეის რესპუბლიკაში ოთარ ბერძენიშვილი.
(NS)
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)