02:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 14:44:00, 1882 ნახვა

საზოგადოება
რაგბის 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჯილდო თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდა

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მთავარი ჯილდო მოგზაურობას აგრძელებს.

ჯილდო დღეს თბილისის იუსტიციის სახლში განთავსდა, სადაც ერთ სრულ დღეს გაატარებს.მისი ნახვის და ფოტოების გადაღების შესაძლებლობა ყველა მსურველს ექნება.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. საქართველო  უკვე მეორედ მონაწილეობს 20-წლამდელთა ჩემპიონატში.

ჩემპიონატში მონაწილე დაახლოებით 500-მა მორაგბემ უკვე ითამაშა თავის ეროვნულ ნაკრებში. ტურნირი გამოიარეს თანამედროვე რაგბის სამყაროს ისეთმა ცნობილმა ვარსკვლავებმა როგორებიც არიან: მსოფლიოს 2016 წლის საუკეთესო მორაგბე ბოდენ ბარეთი, ჯულიან სავეა, სემ ვაითლოქი, აარონ ქრუდენი (ახალი ზელანდია,  2015 წლის რაგბის მსოფლიო თასის გამარჯვებულები), დევიდ პოქოქი, ვილ გენია (ავსტრალია), სემ ვორბერთონი,  ლი ჰაფპენი (უელსი), მარო ითოჟე (ინგლისის 2016 წლის საუკეთესო მორაგბე).

უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ტურნირში მონაწილეობა პირველად შარშან, მანჩესტერში მიიღეს (მას შემდეგ, რაც 2015 წელს მოიგეს საკვალიფიკაციო ტურნირი, მსოფლიო რაგბის 20 წლამდელთა ალაფა). პირველივე ცდაზე საქართველოს 20-წლამდელებმა პლეიოფში იტალია ძლიეს, მე-10 ადგილი დაიკავეს და ამით წლევანდელ ტურნირში არა მარტო მასპინძლის სტატუსით, არამედ სპორტული შედეგითაც დაიმსახურეს მონაწილეობის უფლება.

წლევანდელ ჩემპიონატში მონაწილეობენ: ინგლისი, ირლანდია, არგენტინა, სამხრეთ აფრიკა, ახალი ზელანდია, ავსტრალია, უელსი, შოტლანდია, საფრანგეთი, საქართველო, იტალია, სამოა (ჩაანაცვლა შარშან ბოლო ადგილზე გასული იაპონია).

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics