02:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 14:33:31, 1573 ნახვა

საზოგადოება
„საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ ექიმები 15-მდე სოფელში ჩავლენ და მოსახლეობას პირველად კვლევებს ჩაუტარებენ

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ უპრეცედენტო აქციას იწყებს, რომლის ფარგლებშიც ცენტრის ექიმები 15-მდე სოფელს ეწვევიან და იქ მცხოვრებ მოსახლეობას პირველად სამედიცინო კვლევებს ჩაუტარებენ.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრის“ აქციის ფარგლებში დაგეგმილია:

კარდიოლოგის კონსულტაცია და საჭიროების შემთხვევაში კარდიოგრამა არტერიული ჰიპერტენზიისა და გულის მძიმე პათოლოგიების პრევენციისა და  მკურნალობის მიზნით;

მამოლოგის კონსულტაცია სარძევე ჯირკვლის  პათოლოგიების საწყის ეტაპზე აღმოჩენისა და  მკურნალობის შემდგომი ტაქტიკის შემუშავებისთვის;  საჭიროების შემთხვევაში მამოგრაფიის, ულტრასონოგრაფიული და ციტოლოგიური კვლევის ჩატარება; 

გინეკოლოგის  კონსულტაცია, გასინჯვა და საჭიროების შემთხვევაში საშვილოსნოს ყელის ციტოლოგიური კვლევა (პაპ-ტესტი);

უროლოგის კონსულტაცია და პროსტატსპეციფიური ანტიგენის PSA კვლევა,  საჭიროების შემთხვევაში ულტრასონოგრაფიული  და ციტოლოგიური  კვლევა.

ნევროლოგის კონსულტაცია, ფიზიკური გამოკვლევა ხერხემლის თიაქარის გამოსავლენად და საჭიროების შემთხვევაში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მხედველობის გამოკვლევა.

პროექტში ასევე  ჩაერთვებიან ოჯახის ექიმები.

მოსახლეობა კვლევების პასუხებს 2-3 სამუშაო დღეში საჩხერის სამედიცინო ცენტრში მიიღებს.

სამედიცინო ცენტრის მიერ დაგეგმილი პროექტის ფარგლებში ასაკობრივი შეზღუდვა არ მოქმედებს, შესაბამისად, ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია miiRos უპრეცედენტო აქციაში მონაწილეობა.

ასევე, აქციის ფარგლებში შესაძლებელია, მოთხოვნის შესაბამისად ექიმთა მობილურ ჯგუფს ნებისმიერი სპეციალისტი დაემატოს.

„საჩხერის სამედიცინო ცენტრი“ აღნიშნული პროექტის გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს. როგორც ცენტრის მენეჯერი თამარ მელიქიძე აღნიშნავს, მსგავსი პროექტი სოფლის მცხოვრებლებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ეს ძალზედ აუცილებელია დღევანდელ დროში. ექიმთა მობილური ჯგუფები აქციის ფარგლებში სკრინინგულ კვლევებს სოფლებშივე ჩაატარებენ, რაც საშუალებას მოგვცემს, დაავადებები საწყის ეტაპზე აღმოვაჩინოთ და შესაბამისად, პაციენტს შემდგომი მკურნალობისთვის რეკომენდაცია მივცეთ. ჩვენი სურვილია, არ დავაწესოთ ასაკობრივი შეზღუდვა. ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი. მას პერმანენტული სახე ექნება, ექიმთა მობილური ჯგუფები სოფლებში მომავალშიც ჩავლენ,“ - განაცხადა თამარ მელიქიძემ. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics