02:44 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-16 14:06:03, 1551 ნახვა

საზოგადოება
მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ბიზნესიდეების გადარჩევის პროცესი მიმდინარეობს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, ასევე,  სოფლის მეურნეობის სამინისტროების პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტი დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც პირველ ეტაპზე, კერძოდ, ბიზნესიდეების რეგისტრაციის პერიოდში, ჯამში 20 000-ზე მეტი შემოსული ონლაინ განაცხადი მოწმობს. 

ამჟამად, საქართველოს რეგიონების მასშტაბით მიმდინარეობს შემოსული განაცხადების გადარჩევა პროგრამის კომისიის მიერ, რომლის შედეგებსაც 2017 წლის 25 ივნისისთვის, თავად კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები შეატყობინებენ განმცხადებლებს.  შემდგომ ეტაპამდე კი გამარჯვებული ბიზნესიდეების ავტორებს ჩაუტარდებათ ზოგადი ტრენინგი მეწარმეობისა და კერძოდ ბიზნესგეგმის წერის შესახებ. 

სწორედ აღნიშნული პროცესის ადგილზე მოსანახულებლად, 14 ივნისს, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“  მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსი, ოთარ ანთია რეგიონებში, კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ განაცხადების გადარჩევის სამუშაო პროცესს დაესწრო, ადგილზე გაეცნო შემოსული განაცხადების სტატისტიკას და მოინახულა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამის ბენეფიციარები.

შენიშვნა:
2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში დაემატა მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გამიზნულია, როგორც ახალი ბიზნესის წამოწყებისათვის, ასევე, არსებული ბიზნესის გაფართოება/გადაიარაღებისთვის. 2017 წლის ივნისის თვის მონაცემებით, აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მხარდაჭერილია 4 909 ბენეფიციარი და 3 205 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 29 155 007 ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად დასაქმდება 8 000-მდე ადამიანი, ამასთანავე, პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების სახით გაცემულია  22 942 704 ლარი. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics